ფილმის საქველმოქმედო ტური უკრაინული ჯარის მხარდასაჭერად

5 ივნისს, 21:00 საათზე მწერალთა სახლში ევროპული საქველმოქმედო ტურის ფარგლებში გაიმართება უკრაინელი დოკუმენტალისტის კატერინა სტრელჩენკოს ფილმის „ოლეს გონჩარი. სიტვა როგორც იარაღი“ ჩვენება.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი არის ისტორიული დრამა,  რომელიც მოგვითხრობს უკრაინელი მწერლის ოლეს ტერენტიოვიჩ გონჩარის ცხოვრებაზე, მწერლობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე, მის როლზე უკრაინულ კულტურაში და უკრაინის დამოუკიდებლობაზე.

“ფილმის საქველმოქმედო ტური უკრაინული ჯარის მხარდასაჭერად 2022 წლის 3 მაისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ფილმის ჩვენებები ბუდაპეშტში, კრაკოვში, ბერლინში, ამსტერდამში, როტერდამსა და ევროპის სხვა ქალაქებში.  საქველმოქმედო ტურს თბილისი  5 ივნისს შეუერთდება“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფილმი უკრაინულ ენაზე ქართული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები, დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები