სტიპენდია ჟურნალისტებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან და გერმანიიდან

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ჟურნალისტთა საერთაშორისო პროგრამების (IJP) ფარგლებში წელსაც ცხადდება Marion-Gräfin-Dönhoff-ის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის. სტიპენდიის პროგრამის ერთ-ერთი მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტიპენდია განკუთვნილია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა რედაქტორებისთვის და მისი მიღების წინაპირობებს წარმოადგენს გერმანული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა, ასევე სხვა ქვეყანაში ცხოვრების და სხვა მედია-სისტემაში მუშაობის მზადყოფნა. პროგრამა ტარდება 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე.

სტიპენდიის დახმარებით აღმოსავლეთ ევროპელ და გერმანელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, ორი თვის განმავლობაში იმუშაონ სტუმარ ავტორებად უცხოურ რედაქციაში და ამავდროულად, როგორც კორესპონდენტებმა, მოამზადონ რეპორტაჟები შესაბამისი მასპინძელი ქვეყნიდან მშობლიური ქვეყნის მედიისთვის. გაცვლითი პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჟურნალისტების ცოდნისა და აღქმის გაღრმავება პოლიტიკის, ბიზნესისა და კულტურის სფეროებში მათი ეროვნული საზღვრების მიღმა, ასევე მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს შორის საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები