სპექტაკლი “ვიღაც სხვა” ხმელნიცკის მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა წარდგენილი

ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დადგმული სპექტაკლი “ვიღაც სხვა” (რეჟისორი: გიორგი ყაულაშვილი) უკრაინაში, ხმელნიცკის მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა წარდგენილი.

„გვიხარია, რომ ჩვენი ფესტივალის ფარგლებში დადგმული სპექტაკლები – ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, აქტიურად განაგრძობენ არსებობას.

წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით ჯგუფს.

🎥 მონოდრამა “ვიღაც სხვა”

◾️ დრამატურგი – ანჟელინა როშკა

◾️ რეჟისორი – გიორგი ყაულაშვილი

◾️ მხატვარი – ირაკლი ბილისეიშვილი

◾ მსახიობი – გიორგი ცხადაძე“, – ნათქვამია ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები