რეზი დავითაძემ ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კიდევ 1 მედალი ალბანეთიდან – რეზი დავითაძემ ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  89 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში,  საქართველოს ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ  167/ 171 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლის მფლობელსაც იგივე წონა აქვს დაძლეული, თუმცა ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას იმიტომ მიენიჭა, რომ წონა რეზიმდე დაძლია.

ძალოსანმა აკვრაში თავი 198 კილოგრამს გაართვა და აქაც მე-4 საფეხურზე დადგა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 369 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები