ნიკო დადიანის სასახლეში ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, იაპონელი მხატვრის და ფიროსმანის იაპონელი მკვლევრის ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“ გაიხსნა.

1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის“ იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ხელოვანი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა ფიროსმანის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ დიდი ქართველი მხატვარი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან და მისი შემოქმედებიდან.

მსურველებს გამოფენის დათვალიერება 2 ივლისამდე შეეძლებათ.

გამოფენის გახსნის დღეს, დადიანების სასახლეში ცნობილმა იაპონელმა ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები