მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში,  30 მაისს, ქალაქ ბუქარესტის უმთავრეს, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში (ყოფილი ჰერასტრაუს პარკი) საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტი.

ცერემონიაზე დამსწრე გამომსვლელებმა ისაუბრეს შოთა რუსთაველის ეპიკური პოემის, „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მსოფლიო ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშზე, საქართველო-რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და ხალხთა შორის კავშირებზე, ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ამ დღის მნიშვნელობაზე.

ცერემონიის ფარგლებში, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ვარლაამმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად ქართველი პოეტის ბიუსტი აკურთხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები