ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – ეგვიპტეში უცხოელი ტურისტების შესვლის წესები გამარტივდა

ეგვიპტემ ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შესვლის წესები გაამარტივა.

როგორც ავიაკომპანია EgyptAir-ში აცხადებენ, ამიერიდან, აღარ იქნება საჭირო აეროპორტებში კოვიდინფორმაციის კითხვარის შევსება.

ამის ნაცვლად, საკმარისია წინასწარი დარეგისტრირება სპეციალურ ვებგვერდზე და ვაქცინაციის მოწმობის ან კორონავირუსის ტესტის შედეგების შესახებ ცნობის ატვირთვა.

ტურისტებს, რომლებსაც რეგისტრაცია დაავიწყდათ, ქვეყანაში მაინც შეუშვებენ, თუმცა, მათ ცნობის წარდგენა ადგილზე მოუწევთ.

 

წყარო: კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები