სერბეთის რესპუბლიკაში ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის ორგანიზებით ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სერბეთში მცხოვრები ქართული დიასპორა.

საღამო გაიხსნა სქიმ-არქიმანდრიტ სერაფიმესა და მისი მგალობელთა გუნდის მიერ არამეულ და ქართულ ენებზე შესრულებული საეკლესიო საგალობლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები