სამხატვრო აკადემიაში გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე’’ გაიხსნა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, თურქეთის საელჩოსა და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, 2022 წლის 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის გამოფენა „სიცარიელე’’ რომელიც ეძღვნება თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

„თანამედროვე თურქი მხატვრის გულაი ილდირიმ აის მხატვრული სამეტყველო ენა, უპირველეს ყოვლისა, გამოფენის თემატიკით განისაზღვრება, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის კულტურათაშორისი დიალოგის წარმატებულ წარმართვას.

მხატვრის ნამუშევრებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია გულაი ილდირიმ აის მამის, ქენან ილდირიმის (პატარიძის) საარქივო მასალა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და თურქეთის ისტორიული პლასტის მნიშვნელობას.

ქენან პატარიძე – ილდირიმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის  გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობის განვითარების საქმეში“, – ნათქვამია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენის კურატორები არიან: ნინო გუჯაბიძე და ნატალია ნიქაცაძე

გამოფენა 2022 წლის 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები