გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ მესამე ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია.
გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია ევროპის ჩემპიონატზე.