ბარსელონაში ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

6 მაისს, 19:00 საათზე, ბარსელონაში, გალერეაში „Imaginarte“ ქართველი ემიგრანტი მხატვრის – ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება, ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარდგება ასევე ქართველი მომღერალი ლია მეჩიტაშვილი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ეკატერინე სიხარულიძის  ნამუშევარი “დავით აღმაშენებელი” ხელოვანთა ოლიმპიური კონკურსის გამარჯვებული გახდა,  ეკატერინე სიხარულიძემ კონკურსზე მიწვევა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ნამუშევარი “ვაჟა – ფშაველა“ ლუვრში გამოიფინა. გამარჯვებულთა დაჯილდოება იტალიაში, პალერმოში გაიმართა.

თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმინდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში. ეკატერინე სიხარულიძე 65 გამოფენის მონაწილე და უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები