15 უკრაინელი სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის

უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი 2022-2023 აკადემიურ წელს სრული დაფინანსებით ისწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინგლისურენოვანი სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე – პროგრამა შემუშავებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტებით – პირველ, მეორე და მესამე კურსზე. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუდენტების სწავლისთვის საჭირო ხარჯებს სრულად დააფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინიციატივის მხარდამჭერია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომელიც, თავის მხრივ, პროგრამაზე ჩარიცხულ უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტს 2022-2023 აკადემიური წლის განმავლობაში შესთავაზებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობა და დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ:რისკის ქვეშ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უკრაინაში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტისა და საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი; იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამაზე ჩარიცხვის დადგენილ წინაპირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები