საერთაშორისო ფიზიკოსთა ტურნირზე ქართველი მოსწავლეები გაემგზავრებიან

რუმინეთში “საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე” (IYPT) 14 ივლისს გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრები. ეროვნული ნაკრების ხუთი წევრიდან სამი კომაროველია – ნიკა მალცევი, ნინო ქუჩულორია და ირაკლი მიროტაძე. ინფორმაციას სკოლა პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

12-13 მარტს გაიმართა საქართველოს ახალ ფიზიკოსთა ტურნირი. პირველი ადგილი კომაროვის სკოლის გუნდმა მოიპოვა. გუნდის წევრები არიან: ირაკლი მიტოტაძე, ნიკა მალცევი, ნინო ქუჩულორია და მაია დემუროვი.

ხოლო, 19-20 მარტს საქართველოს ნაკრების შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრად სამი კომაროველი შეირჩა, ნიკა მალცევი, ნინო ქუჩულორია და ირაკლი მიროტაძე.

ნაკრების სრული შემადგენლობა: ნიკოლოზ მალცევი, ნინო ქუჩულორია, ირაკლი მიროტაძე, ნენე ჟვანია, ლევან ლოლაშვილი.

კომაროვის გუნდს ტურნირებისთვის მოსამზადებლად ეხმარებოდნენ კომაროვის სკოლის IYPT წრის ხელმძღვანელები ბექა ბზეკალავა და ნიკოლოზ ნიკურაძე. ისინი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, კვლავ განაგრძობენ ეროვნული ნაკრების მომზადებას რუმინეთში საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები