“ოტელო” 65 წლის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას უბრუნდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალექსი მაჭავარიანის და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტ „ოტელოს“ ინტენსიური სადადგმო რეპეტიციები მიმდინარეობს. 65 წლის შემდეგ,  თეატრის სცენაზე კვლავ ბრუნდება ალექსი მაჭავარიანის და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი „ოტელო“, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი.

“ოტელოს პარტიაზე მოწვეულია ორი მოცეკვავე – კოლუმბიელი ფერნანდო მონტანო და კუბელი ამილკარ მორეტი. იაგოს პარტიას ამზადებს იტალიელი ჯუზეპე პიკონე. დეზდემონას როლზე მუშაობენ ეკა სურმავა და რუიკა იოკოიამა. სპექტაკლში მონაწილეობს დასის ყველა სოლისტი – ნინო სამადაშვილი, ეფე ბურაკი, ასლან ალიევი, ანდრიი ჰავრილიუკი, დავით ანანელი” – ნათქვამია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის განცხადებაში.

პრემიერა – 13,14,18,19,20,21 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები