ქართველი კალიგრაფები უკრაინისათვის

30 აპრილს “საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის” ინიციატივით გაიმართება გამოფენა-გაყიდვა უკრაინის მხარდასაჭერად. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ფონდში. გამოფენა 2022 წლის 30 აპრილს, 14:00 სთ-ზე თიბისი არტ გალერეაში გაიხსნება.მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გახსნის ცერემონიას, დააგემოვნონ ქართული ღვინო და დაათვალიერონ ქართველი კალიგრაფების მიერ შექმნილი ნამუშევრები 14:00 -დან 20:00 სთ-მდე.

“ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” – ამ იდეით გაერთიანდა ქართველ კალიგრაფთა გუნდი. გსურთ, აღმოჩნდეთ თქვენთვის ჯერაც სრულიად უცნობ კალიგრაფიულ საოცრებათა სამყაროში და თან ამ სამყაროსთან ზიარებით უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატოთ? მაშ, გელით 30 აპრილს“- ნათქვამია საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები