ირაკლი მატარაძე Wingate University- ში სრული 200 000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროველი ირაკლი მატარაძე ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით და სწავლას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გააგრძელებს.ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

ასევე, ირაკლი მიიღეს 100%-იანი დაფინანსებით ჩრდილო კაროლინას წამყვან უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში (University of North Carolina at Chapel Hill). ირაკლიმ SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800. ირაკლი არის: პროექტ “სახალისო მათემატიკის” მასწავლებელი. მოხალისეობრივად ასწავლის მათემატიკას ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. ELTS გამოცდაში მან 8.0/9.0 ქულა დააფიქსირა.

თავისუფალ დროს ირაკლი საბუნებისმეტყველო საგნებს უთმობს, კერძოდ, მოსწონს ბიოლოგიური ინჟინერიისა და გენური მოდიფიკაციების შესწავლა. დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შეცნობით. განსაკუთრებით ენების შესწავლით: რუსული, სომხური, ინგლისური,იაპონური და გერმანული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები