ლელა მჭედლიძის მასტერკლასები ფინეთში, სიბელიუსის ხელოვნების აკადემიაში გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ განაახლა საერთაშორისო აქტივობები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპულ სასწავლებლებთან არსებული ინსტიტუციათაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე. მიმდინარე სემესტრში კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი თანამშრომლობს ევროპულ სასწავლებლებთან მოკლევადიანი საერთაშორისო მობილობით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ პროფესორი ლელა მჭედლიძე “Erasmus+”-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ფინეთში, სიბელიუსის ხელოვნების აკადემიაში.

“პირველ რიგში მადლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, რომ კათედრაზე ასისტენტ პროფესორად მუშაობის პირველივე წელს მომეცა შესაძლებლობა გავმგზავრებულიყავი მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალურ აკადემიაში. ძალიან დატვირთული კვირა მქონდა, როგორც პედაგოგიური, ასევე მეთოდოლოგიური თუ სამეცნიერო კუთხით. ჩავატარე მასტერკლასები, რის შემდეგაც მივიღე თბილი და უაღრესად სასიამოვნო გამოხმაურებები და წერილობითი შეფასებები პროფესორებისგან და სტუდენტებისგან. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო პროგრამის კოორდინატორი Aino Jankanen, რომელმაც საოცარი მასპინძლობა გამიწია და გამაცნო აკადემიის შიდა სამუშაო პროცესი.ასევე დავესწარი სირკა – ლიზას და პაივიტ მელერის კლასისა და სტუდენტების სოლო კონცერტებს და საინტერესო ლექციას “ადრეული ასაკიდან მუსიკის ჯგუფური სწავლების მეთოდები პედაგოგიკაში”. აკადემიის მიწვევით ვიყავი სიბელიუსის მუსიკის ცენტრში ჩატარებული ორი კონცერტის სტუმარი. მეორე კონცერტი ჩემს დაბადების დღეს დაემთხვა. რეპეტიციაზე სტუდენტებმა პატარა პიესები მომიძღვნეს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო“ – ლელა მჭედლიძე, ასისტენტ პროფესორი, საორკესტრო სიმებიანი საკრავები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები