საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა სან-პაულუს თასი მოიგო

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა  ნაკრები გუნდი, სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ჩვენმა ნაკრებმა, ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის, გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 45:10 დაამარცხა, ფინალში გადავიდა და იტალიის გუნდს, ანგარიშით 45:26 მოუგო.

ეტლით ფარიკაობაში, სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 6 მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი (ირმა ხეცურიანი,ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი) ოქროს მედალი

ირმა ხეცურიანი (ხმალი)-ოქროს მედალი

ირმა ხეცურიანი (რაპირა)-ვერცხლის მედალი

ირმა ხეცურიანი (დაშნა)-ბრინჯაოს მედალი

ნინა თიბილაშვილი (ხმალი)-ბრინჯაოს მედალი

ნინა თიბილაშვილი (რაპირა)-ბრინჯაოს მედალი.

მწვრთნელი მალხაზ მესხი

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 20 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები