მიქაელ ხარაძე Washington And Lee University – ში 334 000 $-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროველი მიქაელ ხარაძე ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტში (Washington And Lee University) ჩაირიცხა სრული 334 000 $-იანი დაფინანსებით და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. ვაშინგტონი და ლის უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის განათლებითა და პრესტიჟით, რომელსაც US News-ის რეიტინგებიც მოწმობს. სწავლის დაფინანსებასთან ერთად მას უნივერსიტეტის სტიპენდიაც დაენიშნა. მიქაელმა SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800. ინფორმაციას სკოლა – პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

მიქაელი არის: ლატვიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2022 წლის საერთაშორისო ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი. ინფორმატიკის ოლიმპიადა Olyinfo-ს 2022 წლის შემოდგომის ერთ-ერთი გამარჯვებული. კინგსის ინგლისურის ეროვნული ოლიმპიადის 2021 წლის გაზაფხულის გამარჯვებული. EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club Congress-ის ერთ-ერთი დელეგატი 2021 წლიდან.

მიქაელმა გაიარა სტაჟირება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის მიმართულებით ხალიკ ბანკში 2021 წლის ზაფხულში. ის The Teen Magazine ონლაინ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორია 2021 წლიდან. ამ წარმატებების პარალელურად მიქაელს თავისუფალ დროს უყვარს მოთხრობების წერა ინგლისურ ენაზე. ასევე აინტერესებს ეკონომიკური თეორიები და ფსიქოლოგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები