ქართველი მოციგურავეებისთვის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო

ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ტალინი მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები ვაჟთა ერთეულებში, სპორტულ წყვილებში და სპორტულ ცეკვებში მონაწილეობს.

სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ვაჟთა და სპორტულ წყვილთა მოკლე პროგრამებს დაეთმო.

„ვაჟთა ერთეულებში 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა მსაჯებისგან 59.38 ქულა დაიმსახურა და 33 მონაწილეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ, რომელიც მისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის, 24 საუკეთესოს შორის მოხვედრით 16 აპრილს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მოკლე პროგრამაში იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად აღიარებულმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმაც. ქართულმა დუეტმა ყველაზე მეტი – 67.77 ქულა დაიმსახურა და მოკლე პროგრამა პირველი ადგილით დაასრულა. ასე რომ, დღეს, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის შემდეგ, მათგან მედალს ველოდებით“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა წყვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მე-9 ადგილით დაასრულა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები კი – მე-4 ადგილით, რაც ასევე ისტორიული შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები