უკრაინის მხარდასაჭერად ვენაში ქართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება

ქართულ – ავსტრიული კულტურის ცენტრის ეგიდით, 24 აპრილს, ქალაქ ვენაში გაიმართება ქართული საქველმოქმედო კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი – ია ღვინიაშვილი შეასრულებს ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ქართულ და უკრაინულ სიმღერებს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ავსტრიაში წარმატებული ქართველი ხელოვანების: მარიანა ბაია ქებაძის, ნინო ქარელის, რუსუდან კაჭკაჭიშვილისა და სალომე ცაბაძის  ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების გამოფენა გაიმართება.

ღონისძიების სტუმრები დაათვალიერებენ  ლილი ჯიშიაშვილის  უკრაინაში მიმდინარე  ომის ამსახველ ფოტო – გამოფენას, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება უსახლკაროდ დარჩენილ უკრაინელ დევნილებს. “გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ქართულ რესტორანს ვენაში “Modi 1080” მხარდაჭერისთვის.“- აღნიშნულია ქართულ – ავსტრიული კულტურის ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები