ანა მარია იაკობიძე – ევროპული სკოლიდან გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებამდე

ანა მარია იაკობიძე, საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს: University College London (UCL); University of Bristol; New York University (NYU); University of Southern California (USC). ინფორმაციას ევროპული სკოლა ავრცელებს – „ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი სააპლიკაციო სეზონი სრულდება. მე-12 კლასელების შედეგები წელსაც გამორჩეულია – ჩვენი კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ“

„მიხარია, რომ ჩავირიცხე გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში: University College London (UCL), University of Bristol, New York University (NYU) და University of Southern California (USC) ბიზნესის მართვის მიმართულებით.შედეგებს ველოდები სხვა წამყვანი უნივერსიტეტებისგანაც, ამიტომ ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ სად გავაგრძელებ სწავლას. უკვე არსებული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთება მიჭირს UCL-სა და  NYU-ს შორის, გარდა იმისა, რომ მყავდა მაქსიმალური IB predicted grade (45), ვფიქრობ, გამომარჩია  კლასგარეშე აქტივობებმაც (მათემატიკისა და STEM ოლიმპიადებში გამარჯვება, დებატების კლუბის ჩამოყალიბება და ა.შ.), რადგან საკლასო ოთახის მიღმა აქტიურ ცხოვრებას ამერიკული უნივერსიტეტები ყურადღებას აქცევენ.“- აცხადება ანა მარია იაკობიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები