„Helwa Ya Dona show“-ს გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის „Roya TV“ პოპულარული გადაცემის „Helwa Ya Dona show“ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ, რომელსაც იორდანიაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

„ვფიქრობ ჩვენი გადაცემა საქართველოს შესახებ გამორჩეული იქნება მდიდარი შინაარსით. დარწმუნებული ვარ როგორც იორდანიიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან ჩვენი მაყურებელი საქართველოს კარგად გაიცნობს“, – აცხადებს ფოად ქარშეფი „Roya TV“-ის წამყვანი.

პრესტურის ფარგლებში ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის 4 წევრი თბილისს, მცხეთას, ბორჯომს, ახალციხეს დაათვალიერებენ და გადაიღებენ. მომზადებული გადაცემები საქართველოს კურორტებს, კულტურასა და სამზარეულოს დაეთმობა.

„Roya TV“-ის სოციალურ ქსელებში Facebook, Instagram, Youtube, Twitter ჯამში 17 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები