ჯგუფი Circus Mircus ესპანეთში ევროვიზიის პრეფართში მიიღებს მონაწილეობას

2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus ესპანეთში ევროვიზიის პრეფართში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფი ესპანეთში დღეს გაემგზავრება. ინფორმაციას Eurovision Georgia ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრომო ტური 15 და 16 აპრილს მადრიდში გაიმართება და მასში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე, კონკურსანტებთან ერთად, მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სხვადასხვა წლის მონაწილეებიც მიიღებენ.

ჯგუფი Circus Mircus, 16 აპრილს, La Riviera-ს საკონცერტო სივრცეში მაყურებლის წინაშე წარდგება, სადაც საკონკურსო სიმღერას „Lock Me In” შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები