იტალიაში წიგნის – „Georgia On My Mind – English Language And Discursive Practices In Georgian Culture“ პრეზენტაცია გაიმართა

თსუ პროფესორის მანანა რუსიეშვილისა და  ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორის სონია მარია მელქიორეს ავტორობით წიგნის „Georgia on my mind. English language and discursive practices in Georgian culture“ პრეზენტაცია გაიმართა იტალიაში, საქართველოს საელჩოში.- ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

პრეზენტაციაზე საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა მარიამ ლაშხმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოცემის მნიშვნელობასა და ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე, მათ შორის, უმაღლესი განათლების სფეროში კოოპერაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გამოცემაში განიხილულია გენდერლინგვისტიკის მნიშვნელოვანი პრობლემები და გაანალიზებულია გენდერის ლინგვისტური გამოვლინების სპეციფიკა სოციოლინგვისტიკის, კრიტიკული დისკურსის თეორიის, მეტაფორის მულტიმოდალური თეორიის, კულტურულოგიის და საუბრის ანალიზის მეთოდოლოგიური პოზიციებიდან.წიგნი ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები