უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა თბილისის თანამედროვე ბალეტის დასს შეუერთდა

18 აპრილს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე  გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის  დასთან ერთად მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“ მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა, დასის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგა ვიდიშევა მარტის თვიდან შეუერთდა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“. „ბეატრიჩე“ პირველი წარმოდგენა იქნება, რომელშიც ოლგა მიიღებს მონაწილეობას. უკრაინიდან, ზაპოროჟიედან, დასასვენებლად ჩამოსული მოცეკვავე ოლგა ვიდიშევა  სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ოლგას თანადგომის მიზნით გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ოლგას ექნება ხელშეწყობა, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობამდე შეინარჩუნოს პროფესია, დასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენებში და საგანმანათლებლო მიმართულებით დაეუფლოს თანამედროვე ცეკვის ტექნიკას“ – აღნიშნულია გიორგი ალექსიძის სახელობის  „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ განცხადებაში

სპექტაკლის შესახებ: დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით. დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელი, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად დაწერილი მუსიკა, დამდგმელი ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე; იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი – დავით მაზიაშვილი; კოსტიუმების დიზაინერი – თამუნა ინგოროყვა; ვიზუალური ინსტალაცია – კონსტანტინე მინდაძე, ირაკლი ღარიბაშვილი; მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი – ბეატრიჩე – მარიამ დარჩია; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“; სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები