მწერალთა სახლში „თანამედროვე უკრაინელი პოეტების“ კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

13 აპრილს 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება „თანამედროვე უკრაინელი პოეტების“ კრებულის პრეზენტაცია. კრებული „თანამედროვე უკრაინელი პოეტები“ მომზადდა და გამოიცა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისა და გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

8 უკრაინელი პოეტის შემოქმედება ქართულ ენაზე მწერალმა შოთა იათაშვილმა თარგმნა, დიზაინი კი უკრაინელ იულია კირაკოსოვას ეკუთვნის. წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლის ბაღში ქართველი პოეტები წაიკითხავენ უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში დაწერილ ლექსებს. ეს არის სპეციალური საქველმოქმედო გამოცემა, რომლის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან თითოეული თეთრი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები