„არა ომს! არა ტერორიზმს – ბავშვებს თავად უწევთ საკუთარი თავის დაცვა და გადარჩენა”

ხელოვნების აკადემია მართვესთან არსებულმა მოზარდთა თეატრმა “თეატრალი“ 8-9 აპრილს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზში პრემიერა გამართა – სპექტაკლი “ბესლანი” პიესის ავტორი და რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილია. სპექტაკლში მოთხრობილია ამბავი 2004 წელს ქალაქ ბესლანში, სკოლაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ. კერძოდ, მეათე კლასელი გოგონა მოგვითხრობს იმ გმირობების შესახებ, რომლებიც მოზარდებმა ჩაიდინეს ტერორისტების და ძალადობის წინააღმდეგ. გოგონა აცოცხლებს სამ დღეს, როცა ტერორისტებს დაკავებული ჰყავდათ მოსწავლეები და გვაჩვენებს  საშინელებას, რაც გარშემო ხდებოდა, მაგრამ ამ სისატიკეშიც პოულობენ ადამიანები ბოროტების წინააღმდეგ პატარა, გაბედული საქციელით გამარჯვების მაგალითს.

„არა ომს! არა ტერორიზმს!“ – ბავშვები არაფერ შუაში არიან იმ გადაწყვეტილებებთან, რომლებსაც სასიკვდილო ზიანი მოაქვთ, თუმცა ვინ ფიქრობს მათზე… ამიტომ თავად უწევთ საკუთარი თავის დაცვა და გადარჩენა. ამ მძიმე თემას შევეხეთ სპექტაკლის საშუალებით”,- აღნიშნა რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა, რომელსაც სპექტაკლის დადგმის სურვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და რუსულმა აგრესიამ გაუჩინა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები