საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “IMTM 2022” მონაწილეობს.თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით არის წარმოდგენილი. ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.
გამოფენის სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ბეჭდურ საპრომოციო მასალას.ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. “IMTM 2022”-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
“ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის” – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები