ევროპირველობაზე საქართველოს ღირსებას 5 მოჭადრაკე დაიცავს

დღეიდან, სლოვენიის ტერმე ჩატეზში სტარტს აიღებს ვაჟთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, 40 ქვეყნის 317 მონაწილეს შორის, 11 ტურად გაიმართება.

შეჯიბრებაში პირველ 20 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს თასის გათამაშების ლიცენზიას მოიპოვებენ.

საქართველოს ღირსებას ევროპირველობაზე დაიცავენ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ნოე თუთისანი და თორნიკე სანიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები