“გუშაგები” ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაშია

სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გუშაგები” ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაშია.

კინოფესტივალი 20-30 აპრილს გაიმართება და მაყურებელი “გუშაგებს” ორჯერ იხილავს.

მანამდე, ფილმის რეჟისორი სანდრო სულაძე და ბენდი Four Lines მიწვეულები არიან ფილმის ”გუშაგები” ფრანგულ პრემიერაზე მარსელში, მარსელის კინომუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „Music & Cinema – Festival International du Film à Marseille“, რომელიც 4-8 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფილმისთვის ორიგინალური საუნდთრეკი ბენდმა Four Lines-მა შექნა. ჯგუფი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფესტივალებზე, ავტორია ალბომისა “Sound of Wind” და ქმნის კინომუსიკას.

ფილმი ”გუშაგები” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები