ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის „ქალები ბიბლიოთეკიდან“ პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალბომის „ქალები ბიბლიოთეკიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომი პროექტ „ბიბლიოთეკარი ქალების“ ფარგლებში გამოიცა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “ART & Society”-ს მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი იყო ბიბლიოთეკარის პროფესიის პოპულარიზაცია, ქალთა შესაძლებლობების გაზრდა, მათი ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის დაფასება,  ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლა.

„ამ წიგნში განხილულია იმ ქალბატონების ღვაწლი, რომლებიც ემსახურებოდნენ და დღესაც საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებს ემსახურებიან, ხაზგასმულია მათი განსაკუთრებული მუშაობა და დამსახურება ბიბლიოთეკის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალშიც დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, რათა ხელი შევუწყოთ ყველა ბიბლიოთეკარ ქალბატონს და არა მხოლოდ ქალბატონს, ვინც წიგნიერებას ემსახურება“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.

საქმიან ქალთა მხარდამჭერი ორგანიზაცია „კრავაის“ დამფუძნებელი ნინა პერტენავა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჩვენ მასში აქტიურად ჩავერთვებით 2 მიმართულებით: ეს არის მოსახლეობაში წიგნიერების პოპულარიზაცია და  იმ ქალბატონების მხარდაჭერა, რომლებიც არიან გმირები, თავის საქმეს უანგაროდ ემსახურებიან და სასწაული სიყვარული აქვთ ამ საქმის მიმართ“.

პირველი ეტაპი დასრულდა და დაგვირგვინდა წინამდებარე გამოცემით. მომზადდა ვიდეორგოლიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები