საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია უკრაინისათვის

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს მეგობარი ქვეყანა, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის დაუნდობელ აგრესიას უპირისპირდება. რუსეთის  შეჭრის პირველი დღიდან დღემდე მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო და სხვა ქვეყნებისთვის ეთხოვა თავშესაფარი, როგორც დევნილს… ეს ის შეგრძნებაა, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინელებთან ყველაზე მეტად გვაერთიანებს… და მტერიც საერთოა, რომლის აგრესიას ერთად უნდა გავუმკლავდეთ! საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმოადგენს, – გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში, როდესაც ის ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა…
იევგენი კლოპოტენკოს, ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი შეფმზარეულის შთაგონებით – ის უკრაინელ კოლეგებთან ერთად არ იშურებს ძალასა და ენერგიას, რომ მოამზადოს საკვები და შესთავაზოს ის დაზარალებულ, საცხოვრებლის და ყველანაირი სახსრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს – გთავაზობთ, მოამზადოთ უკრაინული სამზარეულოს გამორჩეული კერძი, ბორშჩი პერსონალური რეცეპტით და შეიტანოთ ის თქვენი კვების ობიექტის მენიუში, მისი გაყიდვით შემოსული თანხა კი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხოთ, უკრაინის დასახმარებლად! შემოიღეთ წახალისების პროგრამა თქვენი მომხმარებლისა თუ თანამშრომლებისთვის, რაც ხელს შეიწყობს დონაციის კამპანიის გაძლიერებას!
გააკეთეთ პერსონალური რეცეპტით უკრაინული ბორშჩი და განათავსეთ მენიუში თვის გამორჩეულ კერძად. შესთავაზეთ მომხმარებელს და გადარიცხეთ გაყიდული ბორშჩიდან მიღებული სრული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად. გადარიცხული თანხა მოხმარდება საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით უკრაინელი ხალხის პირველად დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები