საბა ფურცელაძე M15 Sharm-el-Sheikh ტურნირის გამარჯვებულია

ეგვიპტეში შარმ-ელ შეიხის სახელობის ტურნირი გაიმართა, აღნიშნული გათამაშების საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი იყო. ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე გახდა.

საბამ ფინალში მერვე ნომრად განთესილი სამხრეთ კორეელ უისინგ პარკი ორ სეტში 6:4; 6:4 დაამარცხა.

ფურცელაძემ გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა. მან ჩაიცვა მაისური, რომელზედაც უკრაინის დროშა და რუკა იყო გამოსახული.

„1 საათი და 34 წუთი, ტურნირზე მერვე ნომრად განთესილ კორეელ Uisung  Park ორი მოგებული სეტი და საბა ფურცელაძე M15 Sharm-el-Sheikh ტურნირის გამარჯვებულია.

ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება ქართულ – უკრაინული სიმბოლიკით აღნიშნა და ტიტული უკრაინელ გმირ ხალხს მიუძღვნა“. – ნათქვამია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები