“წელიწადის ოთხი დრო” – სპექტაკლი უკრაინელი სტუმრებისათვის

13 მარტს, ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა „ბუდრუგანა-გაგრა“ – „აფხაზეთი“, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე მოწვეული, უკრაინელი სტუმრებისთვის სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“ წარადგინა. რეჟისორი: გელა კანდელაკია, კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე; მონაწილეობენ: ვადიმ შუბითიძე, ელენე მურჯიკნელი, პაატა შენგელია, ზურაბ ქვაჩახია, ქეთევან ჭიტაძე,  ლევანი ჩაჩანიძე, ნინო გოგიძე, სპექტაკლის ბოლოს, ბავშვებს მეჩრდილე მსახიობებმა საკუთარი ხელის ჩრდილებით საყვარელი პერსონაჟების შექმნა ასწავლეს. კომპანია „ბადაგი“ კი უკრაინელ ბავშვებს ჩურჩხელებით გაუმასპინძლდა.
სპექტაკლის შესახებ: ესაა დათვის ბელის მოგზაურობა გაზაფხულიდან ზამთრამდე, წარმოდგენა  გაგახსენებთ ბავშვობას და სამყაროს შემეცნების პერიოდს. სპექტაკლის პრემიერა 1991 წელს, საფრანგეთში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები