ქართველი მოჭიდავეების 7 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

გიორგი ელბაქიძის (70 კგ) ოქროს და გიორგი გეგელაშვილისა (57 კგ) და ევსემ შველიძის (79 კგ) ვერცხლს, 13 მარტს სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ოქრო, ხოლო რამაზ თურმანიძემ (61 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ) და დავით კოღუაშვილმა (92 კგ) – ბრინჯაო მიამატა.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები თბილისში 15 მარტს, გამთენიას  – 05:10 საათზე, სტამბოლი – თბილისის ავიარეისით დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები