ნიდერლანდებში ქართველების ინიციატივით უკრაინელების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ხელოვნის – გიორგი შენგელიას ინიციატივით,ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის, ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ უფლებამოსილი წარმომადგენლებისა და ღვინის კომპანია TSV Estate Winery დახმარებით 20 მარტს ნიდერლანდებში გაიმართება გამოფენა – გაყიდვა უკრაინელების დასახმარებლად.გამოფენა გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება TSV Estate Winery – ის ღვინოები და ქართული სამზარეულო. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდასაჭერად.

გიორგი შენგელია სოხუმში დაიბადა, შემდეგ სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 2003 წლიდან კი მოღვაწეობს და ცხოვრობს ნიდერლანდების სამეფოში. ის ზღვისპირა დაბა ბერხენში დაფუძნდა, რომელიც ხელოვანთა ხშირი თავშეყრის ადგილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები