თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პაატა სვანიძის მასტერკლასი გაიმართა

თეატრისა და კინოს  უნივერსიტეტს მსოფლიოში გამოჩენილი ტენორი – პაატა სვანიძე ეწვია. (ჯილდოები: ენრიკო კარუზოს 7-ე საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი,  ჯუზეპე დისტეფანოს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებული. საერთაშორისო საოპერო პრემიის „Marcella pobbe“-ს ლაურეატი. პაატა სვანიძემ სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა ვოკალური სასიმღერო ნიუანსებისა და ტექნიკის მიმართულებით.
შეგახსენებთ, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს 2007 წლიდან დაემატა ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის ფაკულტეტი.ამჟამად დრამის ფაკულტეტი ამზადებს ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორებსაც.უნივერსიტეტში ქართველი ლოტბარების აღზრდას საფუძველი ჩაუყარეს თემურ ჟღენტმა, გომარ სიხარულიძემ და ანზორ ერქომაიშვილმა.აღნიშნული მასტერკლასი კი ნინო სიხარულიძის ინიციატივით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები