ქართული სათვისტომო ავსტრიაში უკრაინისათვის საქველმოქმედო საღამოს გამართავს

12 მარტს, ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ საქველმოქმედო საღამოს გამართავს,საღამოს მუსიკალური ნაწილის შემდეგ მაყურებელი შეძლებს შეიძინოს ქართული წიგნები, როგორც დიდებისთვის,ასევე პატარებისთვის.საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. “თუ სურვილი გაქვთ მცირედი წვლილი შეიტანოთ ამ სასიკეთო საქმეში,მობრძანდით Stiftgasse 8, 1070 Wien 16:00-19:00სთ-მდე” წერს სოციალურ ქსელში ია ღვინიაშვილი – ქართულ-ავსტრიული კულტურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ ქართული დიასპორული ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 2014 წლის 30 დეკემბერს ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ.ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველების ინტეგრაციას ავსტრიულ საზოგადოებაში,ასევე მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია ავსტრიაში. ორგანიზაცია ხელს უწყობს ავსტრიაში დაბადებულ  ქართველ ბავშვებს ქართული ფესვების შენარჩუნებაში,რაც გამოიხატება ქართული საკვირაო სკოლის დაფუძნებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები