საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი „ჩვენ უკრაინისთვის“ პირველ მარტს გაიმართება

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს  – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.

მარათონი პირველ მარტს, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გავა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, SMS-ის საშუალებით, ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, საზოგადოების ყველა წევრს ექნება.

„საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა და სტარტს პოლონეთის TVP-ს ეთერში ხვალ აიღებს – უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი კარიტასთან ერთად გაიმართება. საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს „ჩვენ უკრაინისთვის“ კი, სამშაბათს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ“, – ნათქვამია საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ უკრაინისთვის“ – საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე შესრულდება პოპულარული ეპიზოდები საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები