საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პეკინის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპური კომიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ღირსებას ISAF-ის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე თემო დადიანი დაიცავს, რომელიც სხვადასხვა დისციპლინაში ეტლით სათხილამურო სპორტში მიიღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია საქართველოს პარალიმპური კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პეკინის ზამთრის თამაშები სტარტს 5 მარტს აიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები