„კიევში ყოფნით თქვენ იცავთ თქვენი სამშობლოს – საქართველოს თავისუფლებას…“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინაში დარჩენილი ქართველი დიპლომატების ფოტოებს აქვეყნებს.

„თქვენს გვერდით ვარ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს მომენტში!

მადლობა მამაცობისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის!

კიევში ყოფნით თქვენ არა მარტო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უცხადებთ მხარდაჭერას, არამედ მათ შორის იცავთ თქვენი სამშობლოს – საქართველოს  თავისუფლებას!“, – ნათქვამია დავით ზალკანიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები