ტოკიოში ქართული ფილმის ფესტივალი დასრულდა

25 თებერვალს ტოკიოში დასრულდა ქართული კინოს ფესტივალი, რომელიც თითქმის ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო 30-ზე მეტი ქართული ფილმი, ხოლო მაყურებელთა საერთო რაოდენობამ 10,000-ს გადააჭარბა.ფესტივალი განხორციელდა საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში.
საქართველოს  საელჩო  იაპონიაში განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს, იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის ურთულეს საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, საელჩო, კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც შესაძლებელი გახადა ტოკიოში ქართული ფილმების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი ფესტივალის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები