ფესტივალის “BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS” ფოკუსში წელს საქართველო და უკრაინაა

18-26 თებერვალს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “ბოზარი” მეხუთედ მასპინძლობს ფესტივალს სახელწოდებით BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS. წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველო და უკრაინაა. 18 თებერვალს ღონისძიება გაიხსნა ალექსანდრე კობერიძის ფილმით “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, 19 თებერვალს კი აჩვენეს ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი” და ელენე ნავერიანის “სველი ქვიშა”. წელს ფესტივალის ფოკუსში საქართველო და უკრაინაა.ინფორმაციას ეროვნული კინო-ცენტრი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვლიდან ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?“ საფრანგეთის კინოთეატრებში ნახავს მაყურებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები