ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კონსტიტუციის მიღების ასი წლის იუბილეს პროექტი მიუძღვნა

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

ქვეყნის ძირითადი კანონი ამბობდა, რომ „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა — ქართული”.

„ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კონსტიტუციის მიღების ასი წლის იუბილეს მიუძღვნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცა საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის ოქმები, სადაც განიხილებოდა კონსტიტუცია მის საბოლოოდ მიღებამდე, ასევე „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) მასალები და დოკუმენტები““, – ნათქვამია ეროვნულმა ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები