ტექსტილისა და გობელენის მუზეუმში მარიეკე შვარცის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

22 თებერვალს ტექსტილისა და გობელინის მუზეუმში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  გერმანელი სტუდენტის, მარიეკე შვარცის გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი შეიქმნა პირველ სემესტრში, სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის დიზაინის მიმართულებაზე. გამოფენის პარტნიორია გერმანული უნივერსიტეტი Burg Giebichenstein Kunsthochschule Halle
ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკაში: ცივი და ცხელი ბატიკა, სველი და მშრალი თექა, მეტალისა და შიბორის სინთეზი, კრეატიული და თავისუფალი ღებვითშიბორი, ქვილთი, ლურჯი სუფრები, ხელით ბეჭდვა, ფოტო ბეჭდვა, მინა – ფიუზინგი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ესკიზები და ფოტოები.მარიეკის  ხელმძღვანელობდნენ ტექსტილის დიზაინის პროფესორები: თინათინ კლდიაშვილი, ეკატერინე გეგუჩაძე, ლია გურასპაშვილი, თინათინ ბასილაშვილი, თამარ გრიგოლია და მოწვეული პედაგოგი ნინო სიხუაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები