კონსერვატორიაში გიორგი ქობულაშვილის მასტერკლასები მიმდინარეობს

5 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით კონსერვატორიაში მასტერკლასებს ატარებს გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ჰობოისტი, გიორგი ქობულაშვილი. მასტერკლასები მიმდინარეობს, როგორც სოლო შემსრულებლებისთვის, ასევე კამერული შემადგენლობისთვის. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
გიორგი ქობულაშვილმა  მასტერკლასების წინა ეტაპი 2021  წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართა. როგორც გასული ვიზიტისას, ახლაც შემაჯამებელი კონცერტი – 21 თებერვალს 15:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები