პარიზში ქართული თეატრის დღე აღინიშნა

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, ქართულ-ფრანგული ასოციაცია TAM’ART-ის დამფუძნებლის, პანტომიმის რეჟისორისა და მსახიობის თამარ ლოჩოშვილის ინიციატივით ეს დღე პარიზში აღინიშნა. უკვე რამდენიმე წელია,ასოციაცია ცდილობს ტრადიციად დაამკვიდროს პარიზში ქართული თეატრის დღის აღნიშვნა.

წელს ამ დღესთან დაკავშირებით პარიზის მე-8 უბნის მერიაში, ასოციაციამ წარმოადგინა ქორეოგრაფიული სპექტაკლი “მედეა_ კოლხეთის დედოფალი” „სპექტაკლით გავაცოცხლეთ კოლხეთის ბრწყინვალე დედოფლის სახე, წარმოვადგინეთ უძველესი ქართველი ემიგრანტი ქალის ბედი უცხოეთში,ეს არის სპექტაკლი სიყვარულსა და სიძულვილზე, ერთგულებასა და ღალატზე, თავგანწირვასა და ამბიციურობაზე. სიმართლესა და ცილისწამებაზე, სიკეთესა და სისასტიკეზე” ამბობს თამარ ლოჩოშვილი

მიმდინარე წელს თამარ ლოჩოშვილის მიერ საფრანგეთში, ქორეოგრაფიული ვიდეო პერფორმანსი ,,მედეა კოლხეთის დედოფალი”, ქართველი და ფრანგი არტისტების მონაწილეობით დაიდგა. პირველი ვიდეო რგოლის გადაღება ლევილის ქართული მამულის ეზოში შედგა და სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. პროექტის ავტორმა პერფორმანსისათვის ქართველი ემიგრანტი მუსიკოსის ივანე ჩიხლაძის მიერ შექმნილი თანამედროვე მუსიკა გამოიყენა. პროექტის ფარგლებში კი მორიგი გადაღებები საქართველოში იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები