საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო.
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ასევე, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები