ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი ახალგაზრდა თანამემამულეების საყურადღებოდ

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ, რომელიც ეხებოდა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (European Public Law Organization, / EPLO) არსებულ კერძო უნივერსიტეტში  –  ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში (European Law and Governance School / ELGS) – უმაღლესი განათლების მიღების შემოთავაზებას და ბაკალავრიატსა თუ მაგისტრატურაში სწავლის უფასოდ გაგრძელების შესაძლებლობას, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულის დაინტერესება გამოიწვია.

გაცნობებთ, რომ იწყება საბუთების მიღება და რეგისტრაციის პროცესი 2022 წლის მაისამდე გასტანს.

წარმოგიდგენთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა გააგზავნოთ აღნიშნულ უნივერსიტეტში, სადაც ადმინისტრაციის მიერ, წარდგენილი საბუთების სელექციის შედეგად, გამოვლინდებიან ELGS-ის სტიპენდიანტები.

შეგახსენებთ:

ა. საბუთების შეტანა შეუძლიათ საბერძნეთში მყოფ ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეებს;

ბ. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სამართლისა და ევროპული მმართველობის ფაკულტეტები;

გ. ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია, ხოლო მაგისტრატურაში – ერთი წელი და 3 თვე;

დ. სწავლება ინგლისურ ენაზეა;

ე. სწავლის პროცესი ჰიბრიდულია და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ,  ისწავლონ როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე დისტანციურად;

ვ. უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომების ექვივალენტურია.

ზ. გარკვეული რაოდენობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ უნივერსიტეტის კამპუსში“, – ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაკალავრიატში სწავლის დაწყების სურვილის შემთხვევაში, უნდა წარადგინოთ:

  1. პასპორტის ასლი
  2. ავტობიოგრაფია
  3. სკოლის ატესტატი
  4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არანაირი სერტიფიკატი, უნდა მიუთითოთ, რომ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ გასაუბრებისთვის).

მაგისტრატურაში სწავლის დაწყების სურვილის შემთხვევაში, უნდა წარადგინოთ:

  1. პასპორტის ასლი
  2. ავტობიოგრაფია
  3. ბაკალავრის დიპლომი
  4. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ არანაირი სერტიფიკატი, უნდა მიუთითოთ, რომ კარგად ფლობთ ინგლისურ ენას და მზად ხართ გასაუბრებისთვის).

გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ენაზე. მათი აპოსტილით დამოწმება არ არის სავალდებულო.

საბუთები იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

iskrapa@eplo.int 

CC: athens.emb@mfa.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტის აკადემიური საკითხების კურატორს, ქ-ნ ირო სკაპას: პოლიღნოტუს ქ. N 2-4, პლაკა, ათენი, ტელ.: +30 211 3110691, iskrapa@eplo.int

ასევე საქართველოს საელჩოს პირველ მდივანს, ქ-ნ ანი უძილაურს: audzilauri@mfa.gov.ge”, – ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები